შალვა ნათელაშვილმა აფხაზეთში ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორები დანიშნა (ვიდეო)

0

“საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ენგურის ხიდზე სენაკის, ფოთისა და წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ნინო სამუშია, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – თამაზ ბოჯგუა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ზურაბ ლომია. მან ასევე “ლეიბორისტული პარტიის” კოორდინატორები აფხაზეთის რაიონებსა და ქალაქებში დანიშნა.

ენგურის ხიდზე შეკრებულ მოსახლეობას შალვა ნათელაშვილმა აფხაზეთში დაბრუნების პირობა მისცა, მან ასევე აღნიშნა, რომ 23 წლიანი ტრაგედიის შემდეგ, ენგურის ხიდზე პირველად შეიკრიბა ამდენი ქართველი.