შამადელაში ადგილობრივებს გამგებლის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელი წარუდგინეს

0

შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, ადგილობრივებს გამგებლის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თოდუა წარუდგინა და სოფელში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის , შამადელა-ნარაზენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სოფელში სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 6000 მეტრს, სიგანე 5 მეტრს შეადგენს, რომლის განხორციელების სავარაუდო ღირებულება 2 880 000 ლარია. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება.

“თითოეული თქვენი საჭიროებისთვის დღეიდან გამგებლის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელს მიმართეთ. ეს არის ახალგაზრდა, ენერგიული ადმიანი, რომელიც თქვენს გვერდით იქნება და თქვენს ხმას ადგილობრივ თვითმმართველობას მიაწვდის. თავის მხრივ გამგებლის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თოდუამ, შეკრებილებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ მისი საქმიანობის მთავარი მიზანი ადგილობრივების კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება”-აღნიშნა ზუგდიდის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ.

სხვა ახალი ამბები: