შელია წითლიძეს: – ტიპიური წაკლა ხარ! ენმ-ს სახე

0

“ევროპული საქართველოს” მიერ ზუგდიდის მერობის კანდიდატად პარლამენტარ ლელა ქებურიას წარდგენას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადი ნაწილი, ვინც ახალი პოლიტიკური მოძრაობის მიერ წარდგენილ კანდიდატს აკრიტიკებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე და რამდენიმე აქტივისტი იყო. წითლიძემ შესაბამისი პოსტი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ის წერს:

“ზუგდიდს უარესებიც უნახავს და აუტანია ვიდრე ქებურიას მერობის კანდიდატობა და გოგორიშვილის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ევროქოცების თემა დიდი ხანია ჩემთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის საინტერესო და აქტუალური აღარაა რადგან მათი პოლიტიკური მომავალი ზუსტად ისეთივე იქნება როგორიც ა.წ. უკვე წინა არჩევნებიდან გამქრალი პოლიტიკური პარტიები და “ლიდერები” მითუმეტეს როდესაც მოღალატის იარლიყი გარტყია “ბრენდად” სხვა გამოსავალი გარდა ქებურიას კანდიდატობისა ზუგდიდში ევროქოცებს არ ჰქონდათ. ფიზიკურად სხვა კადრი მათ არ ყავთ”-წერს წითლიძე.

ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ბათლომე შელიას საპასუხო კომენტარები. შელია წითლიძეს ცინგლიანსა და ტიპიურ წაკლას უწოდებს.

“მუქარას თავი დაანებე შე მართლა ცინგლიანო და თუ რამის ზურგი გაქვს კანდიდატურა დააყენე მერობაზე და ისე იბრძოლე… იქ ვნახავ რისი მაქნისი ხარ…ტიპიური წაკლა ხარ! ენმ-ს სახე”-წერს შელია ანა წითლიძის საპასუხოდ და იქვე დასძენს:

“რა გგონია შე მართლა უზნეო, დადგები და მთელი საარჩევნო კამპანია ტალახის სროლას მშვიდად ვუყურებთ…წარმატებები უზნეობების და არაკაცობების დემონსტრირებაში!”

სხვა ახალი ამბები: