“შენი იდეა მერს” – ზუგდიდის მერია ახალ პროექტს იწყებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა სხვადასხვა საკითხი განიხილა და 26 მაისის ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

ლაშა გოგია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებითაც დაინტერსდა. 1 ივნისს მერია საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს პატარებს.

1 ივნისს იმ ბენეფიციართა სიაც იქნება ცნობილი, რომლებსაც მიმდინარე წელს მერია საცხოვრებელ სახლებს აუშენებს და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართავს.

შეხვედრაზე მერმა ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს პრობლემატურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. მაქსიმალური ყურადღება უნდა დაეთმოს გარე განათების საკითხს.

სამუშაო შეხვედრაზე ლაშა გოგიამ ახალი იდეა ,,შენი იდეა მერს“ გააჟღერა. ეს ინიციატივა თბილისის მერს ეკუთვნის, რომელიც ზუგდიდის მერიაშიც დაინერგება.