შეუწყდებათ თუ არა ზუგდიდში C ჰეპატიტით დაავადებულებს დაფინანსება? (ვიდეო)

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსება 50 ლარით შემცირდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსის სალომე ჩანგელიას განმარტებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულთათვის კლინიკებმა მომსახურების ღირებულება დაწიეს, რამაც განაპირობა თანადაფინანსების მაჩვენებლის შეცვლა.

ამ ეტაპზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 233 ბენეფიციარი სარგებლობს.

სხვა ახალი ამბები: