შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა ხიზანიშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს

0

ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებული შოთა ხიზანიშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.

რა შეეხება დანარჩენ ორი ბრალდებულს – ლევან ქარდავას და ვაჟა ლილუაშვილს სხვა საქმეებთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფებიან.

კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკკვეთა მიესაჯათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად ედებოდათ უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა. საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე “ქართული ოცნების” ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების მოპოვებასა და გამოქვეყნებას.

სხვა ახალი ამბები: