სინოპტიკოსები 8-10 მარტს დასავლეთ საქართველოში უამინდობას ძლიერ ქარს ელოდებიან

0

8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებამდე მიაღწიოს.