სინოპტიკოსები ზუგდიდში თოვლს, შავი ზღვის სანაპიროზე კი 4-5 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ

0

დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზუგდიდში სინოპტიკოსები ხვალ თოვლს, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ. სინოპტიკოსების ცნობით, თოვა ზუგდიდში 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში ღამე -2 , დღე +3 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი, ხოლო ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

სხვა ახალი ამბები: