smo.ge-ს გამოკითხვებში მერობის კანდიდატებს შორის ირაკლი გოგოხია ლიდერობს

0

10414498_1412590669025323_2293387069713728979_nსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ვებ გვერდზე გამოკითხვა დადო, რომლის მიხედვითაც ვიზიტორებს შეეძლოთ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია თუ ვის ისურვებდნენ ქალაქ ზუგდიდის მერად. გამოკითხვაში ჩამოთვლილი იყო იმ კანდიდატთა სია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მერობის კანდიდატებად არიან წარმოდგენილნი.

gamokitxvaგამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 509 ვიზიტორმა. გამოკითხვის მიხედვით პირველ ადგილს 52 %-ით “ქართული ოცნების” კანდიდატი, ირაკლი გოგოხია ლიდერობს. 509 გამოკითხულიდან ირაკლი გოგოხიას სასარებლოდ ხმა 267-მა ვიზიტორმა მისცა. 16 %-ით მეორე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თემურ ბასილაია. მესამე ადგილი 10 %-ით  კი “ბუჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატმა რუსუდან პაჭკორიამ დაიკავა.

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ვახტანგ ყუფუნიამ გამოკითხულთა 4 % მიიღო, ხოლო “არასაპარლამენტო ოპოზიციის” კანდიდატმა ირაკლი ღურწკაიამ გამოკითხულთა მხოლოდ 2 %.

სხვა ახალი ამბები: