smo.ge-ს გამოკითხვებში 33%-ით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

0

1098241_419193031535081_1689086460_nსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ წინასაარჩევნო გამოკითხვა 5 აგვისტოს დაიწყო. გამოკითხვაში მონაწილეობა 2.798-მა ვიზიტორმა მიიღო.

გამოკითხის შედეგებით ამ დოისთვის ”ქართული ოცნების”  პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი 33 %-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა დავით ბაქრაძე 24%-ით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც გამოკითხულთა 23%-მა მისცა ხმა.

გამოკითხულთა 8% არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და რომელიმე კანდიდატისთვის ხმის მიცემას. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წინასაარჩევნო გამოკითხვა 15 ოქტომბერს დასრულდება.

  • გიორგი მარგველაშვილი (33%, 932 ხმა)
  • დავით ბაქრაძე (24%, 681 ხმა)
  • ნინო ბურჯანაძე (23%, 641 ხმა)
  • არცერთს არ ავირჩევდი (8%, 219 ხმა)
  • სხვა კანდიდატი (5%, 137 ხმა)
  • სალომე ზურაბიშვილი (4%, 104 ხმა)
  • შალვა ნათელაშვილი (2%, 69 ხმა)
  • ნესტან კირთაძე (1%, 15 ხმა)

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო: 2,798

სხვა ახალი ამბები: