SMO.GE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნინო გიორგობიანი ადასტურებს

0

445544 შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს დაუდასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც დღეს გამთენიისას შვიდ საათზე მოხდა. საქმე ეხება ავტოავარიას, რომელიც ქობულეთში მოხდა. ნინო გიორგობიანის განცხადებით ავარია გამთენიისას 7 საათზე მოხდა და ავტომანქანა ნამდვილად ეკუთვნოდა პარლამენტის წევრს ეკა ბესელიას, რომელიც პარლამენტის ბალანსზეა. გიორგობიანი არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ავტოავარიისას გარდაცვლილი პიროვნება ეკა ბესელიას ნათესავია.

გარდაცვლილი ახალგაზრდა 21 წლის გივი ცინცაძეა.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა  ქობულეთში წუხელ მოხდა “ფოლცვაგენის” მარკის ავტომანქანა, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ემსახურებოდა. პარლამენტის ბალანსზე მყოფი სახელმწიფო ავტომანქანა ჭადრის ხეს დაეჯახა. წყაროს ცნობით მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა 21 წლის გივი ცინცაძე, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა.გარდაცვლილის ცხედარი წუხელვე გადაასვენეს ლანჩხუთის რაიონში. მანქანის მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენი ორი ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. ავტოავარიის შესახებ საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

სხვა ახალი ამბები: