smo.ge-ს სპეციალურ რეპორტაჟს სოციალური მომსახურების სააგენტო ეხმაურება

0

social-saagentoსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს მიერ მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟს ეხმაურება საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს ზუგდიდში, ენგურქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზე მცხოვრები ხორავების ოჯახი ამ დრომდე იღებს როგორც სამედიცინო პოლისებს, ისე თანხას, რომელიც ყოველთვიურად ერიცხება ოჯახის ყველა წევრს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ტატა გამყრელიძემ smo.ge-სთან განაცხადა, რომ ხორავების ოჯახს ნოემბრის თვის კუთვნილი ფულადი დახმარებაც უკვე ჩარიცხული აქვს ანგარიშზე.

ტატა გამყრელიძის განცხადებით, ხორავების სოციალურად დაუცველ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტო დამატებით ჩართავს კრიზისულ პროგრამაშიც, რაც ოჯახს დამატებით დახმარებას გაუწევს.

სხვა ახალი ამბები: