SMO NEWS-ის რედაქტორი ლალი ანთიას საქმეებზე სამეგრელოს საოლქო პროკურატურას დაკითხვას თხოვს

0

საინფორმაციო სააგენტო smo news-ის მთავარი რედაქტორი მაალხაზ ბასილაია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს. SMO NEWS-ის მთავარი რედაქტორის განცხადებით ის მნიშვნელოვან მასალებს მიაწვდის არასამთავრობო ორგაანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერზე ლალი ანთიაზე.

“მე ვთხოვ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურას დამკითხონ ლალი ანთიას საქმეებთან დაკავშირებით. პროკურატურას მე მივაწვდი საინტერესო მასალებს და დავუსახელებ ყველა იმ პირის ვინაობას, ვინც გახდა ლალი ანთიას თაღლითობის მსხვერპლი.

ამის შემდეგ კი მოვითხოვ დაიკითხოს ლალი ანთია და ყველა ის პირი, რომელსაც მასთან ქონდა შეხების წერტილი!!!”-ნატქვამია მალხაზ ბასილაიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში.

“მე მაქვს ყველა შესაბამისი ჩანაწერი აუდიო, ვიდეო, მიმოწერები სოციალურ ქსელში და სხვა სახის მტკიცებულებები, რომელსაც წარვუდგენ გამოძიებას, აუცილებლად!

აუცილებლად მივცემ ჩვენებას ყველა იმ ფაქტზე, რა საქმიანობასაც ეწეოდა თაღლითი ლალი ანთია.
რატომ იბარებდა თბილისის ქჩაზე მდებარე ე.წ “ოფისში” “წისქვილკომბინატის” დირექტორს ბატონ ხაინდრავას და რა მიზნით სთხოვდა 10.000 ლარს ვითომ სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებლად.

აქ ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაზეც გამოძიებას წარვუდგენ ყველა საჭირო მასალას. ჩემი ჩვენება ყველაფერს 180 გრადუსით შემოაბრუნებს ყველაფერს, მათ შორის “მილების საქმეს” სადაც ლალი ანთია “გამართლდა”, ხოლო ადამიანები, რომლებსაც ანთია მილების გადასაზიდად ქირაობდა ციხეში იხდიან სასჯელს!”-დასძენს smo news-ის მთავარი რედაქტორი მალხაზ ბასილაია.

სხვა ახალი ამბები: