სოციალურ ქსელში კახა მიქაიას სკანდალური ისტორიითა და დოკუმენტებით პასუხობენ

0

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გასულ გადაცემას სამეგრელოდან ეხმიოანებიან, სადაც გადაცემაში მოწვეულ სტუმარს “დაიცავი საქართველოს” ლიდერს, კახა მიქაიას პასუხობენ.

ფეისბუკ მომხმარებელი, ვინმე გოგა დგებუაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სკანდალურ დოკუმენტებს, რომელიც 1924 წლით არის დატარიღებული. აღნიშნული დოკუმენტებით კახა მიქაიას ფეისბუკ მომხმარებელი შეახსენებს, რომ მისი ბაბუა, კირილე მიქაია იყო 1924 წლის აჯანყების მონაწილეებისა და მხარდამჭერების მიმართ გატარებული ღონისძიებების ერთერთი აღმასრულებელი, ეროვნულების დახვრეტაში მონაწილე, ეგრეთ წოდებული ჩეკისტი.

საინფორმაცო სააგენტო SMO NEWS გთავაზობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სკანდალურ დოკუმენტებს და ისტორიას, რომელიც ფეისბუკ მომხმარებელმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ განათავსა.

“წარმოგიდენთ საქართველოს ბედზე „გულშემატკივრის“, ქვეყნის „პატრიოტის“ კახა მიქაიას რეალურ სახეს! დავიწყოთ თავიდან

1. კახა მიქაიას ბაბუა კირილე მიქაია იყო 1924 წლის აჯანყების მონაწილეებისა და მხარდამჭერების მიმართ გატარებული ღონისძიებების ერთერთი აღმასრულებელი, ეროვნულების დახვრეტაში მონაწილე, ეგრეთ წოდებული ჩეკისტი. მის სახელს უკავშირდება უამრავი ადამინისა და ოჯახების გაუბედურება. ქვემოთ წარმოდგენილი ფოტომასალები, ნათლად ასახავს მის „შპიონაჟს“, დასმენას და ცილისწამებას, რის გამოც ათეულობით ოჯახმა დაკარგა ქონება და ამასთანავე ღირსება.

მაგალითად დადგენილება N10 ვკითხულობთ „1924 წლის 6 ნოემბერს მე, დარჩელის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე კ. მიქაია სამართლიანად ვცნობ რომ კონფისკაციის სახით ჩამოერთვას აქტიურ ბანდიტს კოკის თემის მცხოვრებს …. …… ერთი მისდამი კუთვნილი ლაფშა ცხენი ტანად საშუალო, ფერად თეთრი, ძუაფაფრიანი კანის ფერი, დაღი უკანა შარვალზე“;

დადგენილება N18 „1924 წლის 6 ნოემბერს მე, დარჩელის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე კ. მიქაია სამართლიანად ვცნობ რომ კონფისკაციის სახით ჩამოერთვას აქტიურ ბანდიტს…. …… ერთი უნაგირი თავისი მოწყობილობებით“;

დადგენილება N14 „მე, დარჩელის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე კ. მიქაია სამართლიანად ვცნობ რომ კონფისკაციის სახით …. …… ჩამოერთვას მისი საკუთარი ერთი აზიური უნაგირი მისი მოწყობილობებით“.

2. კახა მიქაიას მამა კარლო მიქაია ცნობილი „ანონმშიკი“, გაშიფრული და ყველასათვის უკვე ცნობილი ანონიმური წერილების ავტორი. (მისი წერილებიც მალე გახდება დღის სინათლეზე გამოტანილი).

3. კახა მიქაიას ძმა, რომელზეც კახა იძახის რომ ცხოვრობს ევროპაში და თავისი ქვეყნის ატრიოტია, სინამდვილეში იმყოფება რუსეთში და მადიანად შეექცევა რუსულ ფულს.

4. თავად კახა მიქაია კი არის პიროვნება, რომელიც გვიმტკიცებს და გვარწმუნებს რომ ებრძოდა ახალაიებისა და ნაცების რეჟიმს, ამ დროს კი მამა ახალაიას თავად უხდის ბოდიშს. უახლოეს წარსულში კახა მიქაია საქართველოდან რუსეთში ქალის ფორმაში გამოწყობილი გაიქცა. კახა მიქაია ერთადერთი იყო, რომელიც ნაცრეჟიმის დროს არ იყო დაჭერილი, მიუხედავად მისი გამონათქვამებისა და „საქმენი საგმირონისანი“.

ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე კახა მიქაია და მის ოჯახი შორს არიან ყოველგვარი ეროვნულობისა და პატრიოტიზმისაგან. კახა მიქაია არის ჩვეულებრივი პროვოკატორი, აგენტად დაბადებული, საკუთარ სიკეთეზე მაფიქრალი ავანტიურისტი!”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ისტორიაში, რომელსაც თან ერთვის დოკუმენტაციის ასლებიც.