სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი სახლების აშენების შესახებ პირადად გამგებელმა აცნობა (ვიდეო)

0

უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ პრიორიტეტული ოჯახები გამოავლინა.

კომისიის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი სახლები ამ ეტაპზე 20 ოჯახს , ახალაბასთუმანის, ოქტომბერის, კოკის, ახალკახათის, დარჩელის, ორულუს, ცაცხვის, ცაიშის, ურთას, ჭითაწყარის, ჯუმის, ახალსოფელის, ნაწულუკუს,რიყეს, ტყაიას, ჩხორიას, ჭკადუაშის, გრიგოლიშის, ყულიშკარისა და ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ბენეფიციარებს აუშენდებათ.

პრიორიტეტული ოჯახები, დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, გამგებლის მოადგილეებმა და კომისიის წევრებმა სახლებში მოინახულეს და გადაწყვეტილება პირადად აცნობეს.

“პირადად ვესტუმრეთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებელ სახლს აუშენებს, ამით სარგებელს 100 ადამიანი მიიღებს, მათგან 42 ბავშვია. ამ ეტაპზე 20 ოჯახს გავახარებთ და წლის ბოლომდე მათ კიდევ 7 ოჯახი დაემატება”,-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: