სოციალური სახლების მშენებლობაზე ზუგდიდის მერიაში შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაიწყო

0

სოციალური სახლების მშენებლობასა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე ჩართვის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯამში 210 განცხადება შემოვიდა.

აქედან, 132 სახლების მშენებლობაზე და 78 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე. ,,უსახლკარო და მძიმე საცხოვრენელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“ თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა და შემოსული განცხადებები ქვეკომისიებზე გადაანაწილა.

კომისია ყველა შემოსულ განცხადებას ადგილზე გადაამოწმებს და დეტალურად შეისწავლის. კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.