SOCIS-ი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის” და გაზეთ „პრემიერის” დაკვეთით ეგზიტპოლს ჩაატარებს

0

previewსოციოლოგიური და მარკენტინგილი კვლევის ცენტრი SOCIS-ი, ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის” და გაზეთი „პრემიერის” დაკვეთით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 27 ოქტომბერს, დამოუკიდებელ ეგზიტპოლს ჩაატარებს.

ეგზიტპოლის ჩატარების, მისი მეთოდოლოგის, პრინციპებისა და შედეგების გამოქვეყნების შესახებ SOCIS-ი და მედიასახლი „ჯი-ეიჩ-ენი”, პარასკევს, 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე სასტუმრო „ბომომდში” (მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ჭავჭავაძის #11) ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ერთ- ერთი ავტორიტეტულ კომპანია SOCIS-ის ჩასატარებელ ეგზიტპოლს კომპანის გენერალური დირექტორი ნიკოლაი ჩურილოვი პირადად უხელმძღვანელებს.

ნიკოლაი ჩურილოვი – სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სიციოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, კომანია SOCIS-ის გენერალური დირექტორი. იგი არის ESOMAR -ის (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი კვლევითი ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 1948 წელს. ESOMAR-ი აერთიანებს კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომელებიც ატარებენ მარკეტინგულ კვლევებსა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლას) მუდმივი წევრი.

ნიკოლაი ჩურილოვი 10 წელია GallupInternational-ის თანამეგობრობის წევრია. არის უკრაინის სოციოლოგიური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში: „ევრომონიტორინგიო”, „ტრასსასაზღვრო თანამშრომლობა”, „მედიის როლი სოციალური კონფლიქტების გადაჭრაში” და.ა.შ.

1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1992 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მსხვილმაშტაბიანი სარჩევნო სოციოლოგიური კვლევების პროექტირება”.

არის 15 მონოგრაფიისა და 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატის ავტორი.

ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის წევრი – სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი”ქართულ მედია სინამდვილეში პირველი საგენტოა, რომელმაც ეგზიპოლის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

„ჯი-ეიჩ-ენი” და გაზეთი „პრემიერი” მზადყოფნას გამოთქვამენ, SOCIS-ის მიერ ჩატარებული კვლევები, თავისუფალი გამოყენების რეჟიმში მიაწოდონ ყველა მედიასაშუელბას და დაინტერესებულ პირს.

სხვა ახალი ამბები: