სოცქსელში გაკეთებული კომენტარის გამო პოლიტსაბჭოს წევრმა მამაკაცი სცემა-წითლიძის აღიარება

0

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში აღიარებს, რომ ის ნამდვილად მიუვარდა მოწინააღმდეგე პარტიის წევრს საკუთარ მაღაზიაში და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

“ვაღიარებ რომ სოციალურ ქსელში ჩემი შეურაცხყოფის გამო ევროქოცების წევრს (მანამდე ზუგდიდში ჯგუშიას გუნდის წევრს რომელიც 2014 წელს ოფისებში გვივარდებოდა მკვლელებს გვეძახდა) ირაკლი ღურწკაიას თავისი ყვავილების მაღაზიასთან ქალაქის ცენტრში(რომელიც ენმ-ს ოფისის წინაა ზუგდიდში) ჯერ განმარტება მოვთხოვე შეურაცმხყოფელი კომენტარის გამო სადაც პიროვნულად მეხებოდა და როდესაც იგივე ტონით მიპასუხა გავაწანი სილა. ვადასტურებ რომ სცადა ხელის შემობრუნება და არ გამოუვიდა და მეორედად მიიღო სილა”-წერს სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე და იქვე დასძენს რომ:

“ქალი რომ ვარ არ ნიშნავს რომ თავის დაცვა არ შემიძლია, დაცდილი ხერხია ქალს პიროვნულად შეეხო და მერე პასუხი არ გაგცეს მორიდების გამო.

ჰოდა, მიიღო კიდევაც. შეუძლია ბ-ნ ღურწკაიას სილის გაწვნის გამო მიჩივლოს სასამართლოში, მზად ვარ პასუხი ვაგო და ყველა პიროვნულ შეურაცხყოფაზე მიიღებს იგივეს. არ გამოგივათ და არ გაგიტარებთ პიროვნულ შეხებას, პოლიტიკური რამდენიც გინდათ. არ გვჭირდება მამების, ძმების, ქმრების დაცვა ქალებს, თვითონ დავიცავთ თავს აი ასე!

ინცინდენტს შეესწრნენ ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც და საერთოდ მანდ კამერები დგას და შეუძლიათ ამოიღონ და თვითონ ნახონ რა მოხდა რეალურად”-წერს სოციალურ ქსელ facebook-შიუ ანა წითლიძე.

სხვა ახალი ამბები: