სოხუმში მომხდარ აფეთქებაზე ახალი ვიდეომასალა ვრცელდება (ვიდეო)

0

სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეზოში დღეს მომხდარ აფეთქებაზე ახალი ვიდეოკადრები ვრცელდება. როგორც ცნობილია, ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან თავი თვითმკვლელმა მამაკაცმა აიფეთქა. აფეთქებას მხოლოდ თვითმკვლელი შეეწირა, რომლის ცხედარიც შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი.

https://www.youtube.com/watch?v=Ouz_3ZMYXRY

ცნობისათვის, თვითაღიარებული რესპუბლიკის ტელერადიოკომპანია რომლის ტერიტორიაზეც აფეთქება მოხდა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. აფეთქების შედეგად ტელევიზიის თანამშრომლები არ დაშავებულან. დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას ბრძანებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაცვა გაძლიერედა. რეიდები ტარდება სოხუმში და მკაცრად კონტროლირდება ქალაქის შესასვლელ-გასასვლელები.

სხვა ახალი ამბები: