“სოლოდარობა პოლიტიკის გარეშე”-საპროტესტო აქცია ზუგდიდში

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ბულვარიდან საოლქო პროკურატურამდე მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, უმკაცრესად დაისაჯონ არასრულწლოვნების მკვლელობაში დამნაშავეები.

,,სოლოდარობა პოლიტიკის გარეშე”, ,,ნუ მომკლავ”, სისტემა უნდა დაინგრეს” ამ ლოზუნგებით ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან სოლიდარობის აქცია მესამე დღეა იმართება.