სოფელ ცაიშში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში უხვმა ნალექმა და მოვადნილმა ღვარცოფმა ადგილობრივი მკვიდრის, ლეილა ცანავას საცხოვრებელი სახლის პირველი სართული მთლიანად დატბორა.

ლეილა ცანავას განცხადებით, ის ტელევიზორს უყურებდა, როცა სახლის პირველ სართულზე წყალი შემოვარდა.

“როგორც კი სახლში წყალი შემოვარდა, გარეთ გავედი და კივილი დავიწყე. გარეთ საშინლად წვიმდა და მეზობლებსაც ვერ გავაგონე. ცოტა ხნის შემდეგ მეზობლებიც მოვიდნენ”-აცხადებს დაზარალებული.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მოვიდა სამაშველო სამსახურისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას.