სოფელ ცაიშში იონაობა აღინიშნა

0

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში იონაობა აღინიშნა. ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ,,ვეფხისტყაოსნის” ფრანგულად მთარგმნელი იონა მეუნარგია 1852 წელს სოფელ ცაიშში დაიბადა, სადაც 1966 წელს საფუძველი ჩაეყარა სახალხო დღესასწაულის იონაობის აღნიშვნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და იონა მეუნარგიას შემოქმედების თაყვანისმცემლები.

სხვა ახალი ამბები: