სოფელ ცაიშში მმართველი გუნდი მაჟორიტარ დეპუტატად სავარაუდოდ თენგიზ ალმასიას კანდიდატურას წარადგენს

0

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშსა და ცაცხვში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ჟორჟოლიანის დაღუპვის გამო, მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აღნიშნულ სოფელში წარადგანენ, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.

SMO NEWS-ისთვის ექწსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ მმარელმა გუნდმა სოფელ ცაიშსა და ცაცხვში შესაძლოა წარადგინოს ადგილობრივი მკვიდრი თენგიზ ალმასია, რომელიც პროფესიით ინჟინერია და ამ დროისთვის მეზობელ სოფელ ოქტომბერის საჯარო სკოლის დირექტორია.

თენგიზ ალმასია პედაგოგების ოჯახში დაიბადა. იგი აღნიშნულ სოფლებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

SMO NEWS ინფორმაციის დასაზუსტებლად დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატს დაუკავშირდა. თენგიზ ალმასია აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ მმართველ გუნდშიც.

ცნობისათვის, ცაიში-ცაცხვის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ჟორჟოლიანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2017 წლის 2 ნოემბერს დაიღუპა.