სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი აშენდება

0

დღეს ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი აშენდება, სადაც მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების გამრთვა შესაძლებელი იქნება.

ავტოდრომზე დრაგის, T1-ის, T2-ის და T3-ის საერთაშორისო ტრასები აშენდება, მოეწყობა ტრიბუნა პარკინგი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა.

ავტოდრომის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. მომდევნო ავტო-მოტო შეჯიბრი, ნაცვლად ინგირის ასეროპორტისა, სოფელ ცაიშში, ახალ ავტოდრომზე გადაინაცვლებს, რომელიც უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

სხვა ახალი ამბები: