სოფელ ჭალეში ახალი ხიდის მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მერმა დაათვალიერა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, პოლიგონის უბანში 5 მ. სიგრძის ხიდისა და ლითონის მილხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმების შედეგად სავალი გზის ნაწილი იტბორებოდა რაც მოსახლეობის გადაადგილებას ხელს უშლიდა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 13209 ლარს. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ლაკადა-2016“.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მასთან ერთად იმყოფებოდა მერიის კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების უფროსი ელგუჯა ძაძამია.