სოფელ ჭოღაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოღაში, კერძოდ მეორე ჭოღის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს; პროექტის ფარგლებში, 4 კილომეტრის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება; მოეწყობა სანიაღვრე არხი;

სამუშაოებზე დასაქმებულია 20 ადამიანი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ჩხოროწყუს გამგეობის თანადაფინასებით ხორციელდება; პროექტის ღირებულებაა 711 777 ლარი;

გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: