სოფელ ჭუბერში მთა ჩამოიშალა

0

ჭუბერში, იქ სადაც ნენსკრაჰესი შენდება, მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

https://www.facebook.com/100006974209276/videos/2074472339461886/

უწყებაში აცხადებენ, რომ სამაშველო ჯგუფი ჯერ ვერ მივიდა ბოლომდე შემთხვევის ადგილთან, ამიტომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.

სოციალურ ქსელში  ადგილობრივების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიც ვრცელდება

https://www.facebook.com/mindia.gurchiani/videos/1522461221192753/