სოფელ დარჩელის სამედიცინო ცენტრში, სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა” თვალის ოპერაციები ჩაატარა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის სამედიცინო ცენტრში, სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა” თვალის ოპერაციები ჩაატარა. ოპერაცია ჩაუტარდა 30 პაციენტს, რომლებმაც 24 სექტემბერს ამავე სამედიცინო ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები გაიარა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივ პაციენტებს შორის აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებიც არიან, რომელთაც საშუალება ეძლევათ ადგილზე გაიარონ უფასო კვლევებიც და ჩაუტარდეთ შესაბამისი ოპერაციაც.

დარჩელის სამედიცინო ცენტრში თვალის ოპერაციები ჩაატარეს თბილისიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა: ქირურგ-ოფთალმოლოგმა მიხეილ კურტანიძემ, ოფთალმოლოგებმა, ალექსანდრე ჩხარტიშვილმა და მირიან პარუნაშვილმა.

“პრაიმედის” გუნდის განცხადებით, მსგავსი სახის კვლევები რეგიონში ამიერიდან ტრადიციული გახდება, რომლის მიხედვითაც რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება, თვეში ერთხელ უფასო სამედიცინო კვლევები ჩაიტაროს.

ადგილობრივი ხელისუფლება მსგავის სახის აქტივობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მადლობას უხდის სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედს” თანამშრომლობისთვის.

“ეს არის აბსოლიტურად წინგადადგმული ნაბიჯი და უდიდესი დახმარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მერწმუნეთ, რომ დიდი ფუფუნებაა ის, რომ ადგილობრივებს არ უწევთ თბილისში სიარული და მაღალკვალიფიციური ექიმები მათთან ადგილზე მოდიან. ეს ყველაფერი კი ამ კონკრეტული სამედიცინო კორპორაციის დიდი დამსახურებაა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ”,-განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: