სოფელ დოშაყეში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს (I ეტაპი). პროექტის ფარგლებში დაიგება 1 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. ასევე მოეწყობა, სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსაწრეტი მილები, რკინა ბეტონისა და ბუნებრივი კიუვეტები, ლითონის მილები, სანიაღვრე არხის კედლები და ძირები რკინა ბეტონით.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო.

პროექტის ღირებულება 402 463 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს, ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი და 10 ერთეული ტქენიკა. დოშაყესა და დიდი ჭყონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.