სოფელ გრიგოლიშში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იგეგმება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან ზუგდიდი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზამდე, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 620 მეტრს, სიგანე კი 6 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი.

გრიგოლიშის გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და თვეში საშუალოდ ამ გზით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ღირებულება 272,984.00 ( ორას სამოცდათორმეტი ათას ცხრაას ოთხომოცდაოთხი ) ლარს შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: