სოფელ ინჩხურში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული ლითონის კონსტრუქციის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ხიდის სავალი ზედაპირი მოწყობა ახალი ფოლადის ფურცლით, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის მოაჯირები.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ღირებულება 39 063 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ლ გრუპი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 7 ადგილობრივი.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.