სოფელ ინგირში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მოსახლეობა ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელიც იქვე მიმდინარეობს, დროებით შეაფერხეს. ადგილობრივების თქმით, ეს სისტემა მათ სოფელში მხოლოდ გადის და მოსახლეობის, როგორც აბონენტად მიერთება არ იგეგმება.

მათ დილით შიდა საავტომობილო გზა გადაკეტეს. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.