სოფელ ხაბუმეში ახალი ხიდი შენდება

0

სოფელ ხაბუმეში, (ჯუმითის უბანი) მიმდინარეობს სავტომობილო ხიდის მშენებლობა.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად დაათვალიერა.

ხიდის მშენებლობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს და 80 000 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს შ.პ.ს. ,,თენგო +” ასრულებს. ხიდის სიგრძე 30, ხოლო სიგანე 3 მეტრია.