სოფელ ხაბუმეში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, მოადგილეებთან ერთად,სოფელ ხაბუმეში, უფასო სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობით დაინტერესდნენ. შეხვდნენ პაციენტებს და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

აღნიშნულ სოფელში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია ახორციელებს.

ადგილობრივებს , 3 დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ საჭირო გამოკვლევები. მათ სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმები მოემსახურებათ.

აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და წითელი ჯვრის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება.

ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით.

პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, სოფელ ხაბუმეს ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს წითელი ჯვრის ოფისი, რომელსაც ხათუნა მიქავა ხელმძღვანელობს.

სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.