სოფელ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა

0

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხურჩის ადმინისტრაციულ ერთეულში ოკუპაციის მუზეუმის სახელწოდებით „არვის ჩვენი მიწა“გახსნას ეწვია, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის “ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში” ფარგლებში, შეიქმნა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

„აქედან ერთი ხელის გაწვდენაზეა ჩვენი აფხაზეთი და აქ გვიწევს ოკუპაციის მუზეუმის გახსნა ნაცვლად იმისა რომ ვხსნიდეთ ერთმანეთთან მეგობრობის მუზეუმს. მე არ მსურს ეს არასწორად იყოს აღქმული ჩვენი ძმების აფხაზების მიერ. ჩვენ ამას ვხსნით იმიტომ, რომ ეს ტრაგიკული ისტორია შევუნახოთ ჩვენს შვილებს, რათა მსგავსი არასოდეს განმეორდეს. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ქართველები და აფხაზები, ძალიან მალე ვიპოვით ერთმანეთის გულებამდე მისასვლელ გზებს, ერთად ავაშენებთ და ვიცხოვრებთ ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოში, სადაც თანაბრად იქნება დაცული თითოეული ეთნიკური რასის უფლებები. მადლობა ბატონო გიორგი ჩამობრძანებისთვის და ამ იდეის ხორცშესხმისთვის“-აღნიშნა ბესიკ ჭეჟიამ.

მუზეუმის გახსნას ესწრებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ფრაქცია„ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს მოადგილე ირუზა კაკავა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.