სოფელ კირცხში ახალი კაპიტალური ხიდი აშენდა

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ახალი საავტომობილო ხიდი დაათვალიერეს.

სოფელ კირცხში,მდინარე ხობისწყალზე,ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 24-ე კმზე, 5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელის ადგილას ახალი, კაპიტალური ხიდი აშენდა.

მშენებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა.