სოფელ კირცხში მტაცებელი ცხოველები მოსახლეობას საკუთარ ეზოებში უვარდებიან

1

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში მტაცებელი ცხოველები მოსახლეობას საკუთარ ეზოებში უვარდებიან. ერთ-ერთი შემთხვევა აღნიშნულ სოფელში დღეს მოხდა. მტაცებელი ცხოველის მიერ დაგლეჯილი შინაური პირუტყვი მოქალაქეებმა სოფელ კირცხში დღეს გადაიღეს. როგორც ირკვევა, მგლებმა ტყე დატოვეს და “სანადიროდ ოჯახებს მიაშურეს”. მტაცებელმა ცხოველებმა ზარალი ამჟამად ადგილობრივი მკვიდრის, ანზორ ლოგუას ოჯახს მიაყენეს.

ლოგუებმა დაგლეჯილი შინაური პირუტყვი საკუთარ თხილნარში დღის საათებში აღმოაჩინეს.  ცნობისათვის, ოჯახი ზუგდიდ- ჩხოროწყუს ცენტრალურ ტრასაზე, “ოკარკალესთან” ცხოვრობს და თხილნარიც სახლის უკან აქვთ გაშენებული. როგორც ოჯახის დიასახლისი აცხადებს, დეკეულები ჩვეულებრივ საბალახოდ თხილნარში ყავდათ მიშვებული.

ადგილობრივების განცხადებით მსგავს ფაქტებს სოფელში ხშირად აქვს ადგილი. სოფლის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

სხვა ახალი ამბები: