სოფელ ლესიჭინეში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა,მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან და ზედამხედველობის განყოფილების უფროს კახა ფირცხელავასთან ერთად , სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

აღნიშნულ უბანში 3 კმ.-ის მანძილზე დაიგება ასფალტირებული გზა. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი“ პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 712 000 ლარით ფინანსდება.