სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

0

სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ბადრი სიჭინავასთან ერთად გაეცნენ.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით.

ცენტრი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.

საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმდებიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის საშუალებით, გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს.

ცენტრში, ასევე, განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისი.

ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.