სოფელ ლეწურწუმეში ძველი, რკინის მეტალურგიის კერა იპოვეს

0

სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში,როლანდ ხუნტუას საკარმიდამო ნაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება, რომელიც, სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.

აღნიშნული ტერიტორიის ზედაპირზე იკრიბება რკინის წიდები, საშენი მილების ფრაგმენტები. არქეოლოგთა ვარაუდით, აქ არსებობდა რკინის მეტალურგიის კერა.

ნაპოვნი ნივთები ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში დაბინავდება.

საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ დაათვალიერეს.