სოფელ ლიაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

0

11 მარტს, ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ხელმძღვანელობის ინიციატივით,მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. გასინჯვებს ატარებდნენ,მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი ბარბარე ბაზერაშვილი; მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი კახა ვაჭარაძე; კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის დერმატოლოგ-ვენეროლოგი,მედიცინის დოქტორი ხათუნა ღურჭუმალიძე და მედიცინის აკადემიური დოქტორი,ამიერკავკასიის ექიმთა გასტროენტეროლოგიური და ინფექციური დაავადებების ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი ხმალაძე.

გასინჯვები დილის 11:00საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მიმდინარეობდა.გამოკვლევები გაიარა 200-მდე ბენეფიციარმა. გამოკვლევების მიმდინარეობისას,ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და გამგებლის მოადგილე თენგიზ ფიფია.

სხვა ახალი ამბები: