სოფელ მაიდანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აბაშის გამგეობა დაეხმარება

0

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდანში ხანძრის შედეგად დარცმელიების სახლი სრულად განადგურდა. უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გამგეობა „სტიქიით დაზარალებული (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა) ოჯახების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დახმარებას გაუწევს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დარცმელიების დაზარალებული ოჯახის წევრებს შეხვდნენ. არსებულ მდგომარებას ადგილზე გაეცნენ გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, გამგებლის მოადგილე კუკური ლასარეიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი მამუკა თელია და გამგებლის წარმომადგენელი მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ვეკუა.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან „სტიქიით დაზარალებული (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა) ოჯახების დახმარების პროგრამით“ გათვალისწინებული თანხა 2500 ლარი გადაეცემა.

სხვა ახალი ამბები: