სოფელ მენჯში სანიაღვრე არხების ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

0

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის ბათარიას უბაში და ყოფილი სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში დაგროვილი შლამისა და ინერტული მასალისაგან, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები.

სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის დავალებით, შეასრულეს კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლებმა.

შედეგად მოიხსნა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების, სანატორიუმის მოსაზღვრე ტერიტორიის დატბორვის საშიშროება.