სოფელ მიქავაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლუკავამ მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

საბავშვო ბაღი ეზოს კეთილმოწყობის ჩათვლით თანამედროვე სტანდარტებს გაუტოლდება, რომელიც 60 ბავშვზეა გათვლილი. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიქავასა და ჯგალში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ორივე სოფელში მიმიდნარე წელს დასრულდება.

მიქავასა და ჯგალის საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 544 741 ლარი იხარჯება და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ენკი.