სოფელ ნაცატუში ბეტონის საფარიანი გზა მოეწყობა

0

მიმდინარე წელს ნაცატუში 4050 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ბეტონის საფარიანი გზა მოეწყობა. გზა რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის. დაგეგმილია ბეტონის სანიაღვრის მოწყობაც.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ცნობისათვის, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სხვა ახალი ამბები: