სოფელ ნაცატუში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზიდან ნაცატუს მიმართულებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რეაბილიტირდება 635 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა. ეწყობა ბეტონის საფარი. გზის დაგების პარალელურად მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 247 935 ლარია.

სხვა ახალი ამბები: