სოფელ ნაგებერაოში საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა გრძლედება. პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 2 638 019 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი.

ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.