სოფელ ნაგებერაოში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და მერის წარმომადგენელთან ირაკლი დანელიასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაგებერაოში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი.

პროექტის ღირებულება 2 638 019 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი.

ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.