სოფელ ნაფიჩხოვოში ახალი გზა იგება

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაფიჩხოვოს ლედარსალეს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია. ის 1 800 000 ლარით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარი დღემდე არ ყოფილა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ თაიაშიც ჩატარდება. ახალი გზა სულ 7კილომეტრზე დაიგება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დღეს გზის მიმდინარე სამუსაოები დაათვლიერა.

 

სხვა ახალი ამბები: