სოფელ ოდიშში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-კულტივირებისთვის ერთი პირი დააკავეს

0

დღეს, 3 ივლისს, გამთენიისას შსს ზუგდიდის სამმართველოში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდი სოფ.ოდიშში რ.ბ-ს საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შემდეგ ამოღებული იქნა 10 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე.

ჩხრეკის დასრულებისთანავე ადგილობრივი, რ.ბ ადგილზე იქნა დაკავებული. დაკავებული აღიარებს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვას და კულტივირებას.

სხვა ახალი ამბები: